მელია: “ოცნება” დროსა და სივრცეში დაიკარგა

“ქართული ოცნება” დროსა და სივრცეში დაიკარგა – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში პარტია “ახალის” თანათავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელია ამბობს, რომ “ივანიშვილის გუნდს პარალელური საქართველოს შექმნის მცდელობა ჩაუვარდა”.

“მათი გეგმით, პარალელურ საქართველოში ყველა დავბნელდებოდით, თუმცა მოხდა საპირისპირო რამ, დღითი დღე ვხედავთ სინათლეს”- ამბობს მელია.

„ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში იმას ცდილობდნენ, რომ პარალელური სამყარო შეექმნათ, სადაც სულ უფრო და უფრო მეტ სიბნელეს შეიტანდნენ და მერე ყველანი დავბნელდებოდით. ვერ შექმნეს პარალელური სამყარო და ამ პროცესში სიბნელე კი არა, მეტი და მეტი სინათლე შედის. ერთადერთი უებარი გამოსავალი არის ხალხმრავალი, უწყვეტი მშვიდობიანი დემონსტრაციები“, – განაცხადა მელიამ.

“ახალის” თანათავმჯდომარე ამბობს, რომ უწყვეტი, ხალხმრავალი დემონსტრაციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

“მე გულახდილად ვიტყვი, გაუთენე საქართველოს არის დიდი შანსი, ხვალ, ზეგ, დღეს გამთენიისას ქართულმა ოცნებამ განიცადოს ფიასკო. ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან ბევრი ხალხი. ხალხმრავლობა ქუჩებში უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიანად მარცხს. ამ შეთხვევაში კანონპროექტის ვერ პროგრესირებას ხელისუფლებისთვის”- თქვა მელიამ.

“ახალის” ლიდერი თვლის, რომ “ოცნების” დეპუტატები სახლებიდან რომ გამოვლენ, ქუჩაში იმდენი მომიტინგე უნდა იყოს, მმართველი პარტია მარლამენტამდე ვერ უნდა მივიდეს.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე რომ ხალხს ითვლიდა, ჩვენ მისი ადამიანურობის პროცენტი დავითვალეთ და ის 0,022-ია – ოთარ ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაეკა გიგაური: “ქართული ოცნება” პირველი ხელისუფლებაა მსოფლიოში, რომელმაც ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება თავად მოახდინა