“ქართული ოცნება” პირველი ხელისუფლებაა მსოფლიოში, რომელმაც ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება თავად მოახდინა – შეფასება ამ საკითხზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა “ტვ პირველთან” გააკეთა.
გიგაურის შეფასებით, “ქართული ოცნება” ემალება ხალხს.
მესამე მესტორის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლიდან ქართველი ხალხი გამარჯვებული გამოვა.
“ქართული ოცნება”, ცდილობს, დაემალოს ხალხს. იპარებიან პარლამენტის შენობიდან. ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც არიან შეშინებულები. ისინი რომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ არიან მართლები, გამოვიდოდნენ და ამ ხალხს დაელაპარაკებოდნენ, კომიკური რაღაც ხდება, ხალხს ეუბნებოდნენ შენობის ბლოკირება არ მოახდინოთო და თვითონ გააკეთეს ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, კარი შეადუღეს”- თქვა ეკა გიგაურმა და დასძინა: “ძლიერები ვართ, მათ ეშინიათ, ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ”. – ამბობს ეკა გიგაური.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა “ქართული ოცნების” დეპუტატები უკვე პარლამენტში იყვნენ, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.