ისრაელში საქართველოს საელჩომ ქართველ ემიგრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ საემიგრაციო პოლიცია გამოიძახა

,, კულტურა, ზრდილობა და IQ “, ,,არა რუსულ კანონს, საქართველოს მომავალი ევროპაშია,” ამ შეძახილებით – რუსული კანონისა და ქვეყნის რუსიფიკაციის წინააღმდეგ ქართველებმა ემიგრანტებმა ისრაელში, რამათ განში, საქართველოს საელჩოსთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდეს და თბილისურ პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადეს.

“ჩვენ ვიმყოფებით ისრაელში საქართელოს საელჩოს შენობის წინ. ჩვენ გავმართეთ აქ მშვიდობიანი და მდუმარე აქცია და საელჩოს წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, საემიგრაციო პოლიცია გამოიძახეს. საემიგრაციო სამსახური, რომელიც იგა და მთელი ჩვენი აქ ყოფნის განმავლობაში გვაკვირდებოდა დიდი ავტომანქანით. ეს არის დაშინების მცდელობა, იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ ესალეჩოს წარმომადგენლებმა მშვენივრად იციან,რ ომ საქართელოს მოქალაქეების უმეტესობა, რომლებიც არიან ისრაელში, არიან არაკეგალურად და შესაძლოა, დეპორტაციის ეშინოდეთ. ეს არის მცდელობა, რომ დააშინონ აქციის მონაწილეები, რომ არ გამართონ აქცია,”- განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილე მაია ჯიბღაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამართლის პროფესორების მიმართვა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: ეს არის ის, რისიც ოცნებას ყველაზე მეტად ეშინია