აეროპორტიდან, კლინიკაში, შემდეგ კი პირდაპირ იზოლატორში – რა ვითარებაში დააკავეს ირანის მოქალაქე

აეროპორტიდან, კლინიკაში, შემდეგ კი პირდაპირ იზოლატორში – ცნობილი ხდება რა ვითარებაში დააკავეს ირანის მოქალაქე, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცს გასასყიდად შეფუთული ჰეროინის ათი პაკეტი გადაყლაპული ჰქონდა და საზღვარზე შემოტანას სხეულით გეგმავდა.

ეჭვის გაჩენის შემდეგ, მამაკაცი ჯერ კლინიკაში შემოწმებაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ხელბორკილები დაადეს და იზოლატორში მოათავსეს. მძიმე დანაშაულში მხილებული მამაკაცი, ცოტა ხნის წინ მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

ციხეში გაუშვეს ბანგლადეშის მოქალაქეც, რომელიც ე.წ. კურიერის ფუნქციას ასრულებდა და ტელეგრამით გაყიდული სასიკვდილო ნივთიერებები დანიშნულების ადგილზე მიჰქონდა.

საქმის მასალების მიხედვით, ირანის მოქალაქემ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 300 გრ. „ჰეროინი“ სხეულით შემოიტანა.

ირკევა, რომ ეს უკანასკნელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვენეს. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, იმერეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის, 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

banner
წინა სტატიაშიკურსკის ოლქში პუტინის ჯარის 2 საბრძოლო საცავი გაანადგურეს
შემდეგი სტატიამოსკოვის სასამართლომ ლევან ფიფიას 15 წლიანი პატიმრობა შეუფარდა