პატრიარქმა ივანიშვილი მტარვალ მეფე ნაბუქოდონოსორს შეადარა

“ბევრი იფიქრა პატრიარქმა ილია შიოლაშვილმა და მიხვდა რა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქოციანობის დრო დასასრულს უახლოვდება, მტარვალ მეფე ნაბუქოდონოსორს სრულიად დამსახურებულად შეადარა ივანიშვილი და დევნილი ახალგაზრდების მხარე ირიბად დაიჭირა, გაიხსენა რა ხელისუფლების მიერ დევნილი ახალგაზრდები ანანია, აზარია და მისაელი ძველი აღთქმიდან!
რა ვქნა, რაც იცის, იცის: კარგად და საუცხოოდ ესმის პოლიტიკური სიტუაციის გაგება და “ყნოსვა” აქვს უძლიერესი:)) პატრიარქი თადარიგს იჭერს და ემზადება პოსტქოციანური ეპოქისთვის! ხელისუფლებანი მიდიან და მოდიან, ის კი რჩება უცვლელად! რამდენი ხელისუფლება გაისტუმრა, ხომ იცით და ამის გასტუმრების დროც დაუდგა. ნურავის გეგონებათ, რომ მას ჭკუა და აზროვნება დაკარგული აქვს, მიუხედავად ფიზიკური მძიმე უძლურებისა.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილიც რუსეთის აგენტია და ილია შიოლაშვილიც, მათ შორის თავიდანვე იყო ჩუმი დაძაბულობა და ურთიერთ აუტანლობა, გამომდინარე იქიდან, რომ ორივეს სურს პირველობა და შეუვალი ძალაუფლება, რასაც ვერ იყოფენ და რის გამოც მუდამ იყო მათ შორის ჩუმი კონკურენცია! ივანიშვილს სურს მხოლოდ მონები საქართველოში, ხოდა შიოლაშვილი მაგის ჩიტია, რომ ივანიშვილის მონა იყოს??? არა! ესაა ამ ამბის ავან-ჩავანი😃-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი: “ლუკაშენკოობა” დააპირა ივანიშვილმა საქართველოში…არ გაუვა!
შემდეგი სტატია“დაასანქცირეთ ოლიგარქი ივანიშვილი”-კინზინგერი