დავით ბერძენიშვილი: “ლუკაშენკოობა” დააპირა ივანიშვილმა საქართველოში…არ გაუვა!

“ლუკაშენკოობა” დააპირა ივანიშვილმა საქართველოში…არ გაუვა! ქართული საზოგადოება უფრო ძლიერია! – ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომელიც ამ წუთებში, დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგას და საქართველოს ევროპულ მომავალს ღამეს უთენებს.

ბერძენიშვილის თქმით, ასეთი მასშტაბის და ასეთი გულანთებული პროტესტი ბოლო წლებში საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და ამასთან სრულიად უძლური იქნება საქართველოს ხელისუფლება.

ეს აგონიის დამადასტურებელია, როცა ოპოზიციონერ დეპუტატს სამუშაო ოთახში არ უშვებენ და სახელისუფლებო დეპუტატს შეაპარებენ და გამოაპარებენ. რა თქმა უნდა, ეს სისუსტის დამადასტურებელია. საერთოდ, ამ რანგის და მასშტაბის პროტესტთან და პროტეტსტანტებთან ხელისუფლებას არაფერი არ გაუვა. ასეთი რამ და ასეთი მასშტაბები საქართველოში აქამდე არ ყოფილა და არც ხელისუფლება ყოფილა ასეთი უნიათო, როგირც დღეს გვყავს. ამიტომ ეს აკვიატება რუსული კანონისა და ასეთი აკვიატება, რომ ლუკაშენკოობა დააპირა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში, რა თქმა უნდა, არ გავა. დასავლეთი გაცილებით ძლიერია საქართველოში, ვიდრე ბელორუსში, ქართული საზოგადოება უფრო ძლიერია, ვიდრე ბელორუსული და ლუკაშენკობა და 30 წლიანი მმართველობები, პუტინის რუსეთის უკანა ეზოში ყოფნა, “რუსკი მირად” გადაქცევა ამ საზოგადოების გამორიცხულია. თავისუფლება მალე დაეწევა ფერს რუკაზე, ჩვენმა თაობამ მოიტანა ფერი რუკაზე, ჩვენ ვერ შევძელით სრულად გათავისუფლება ადამიანებისა და დღეს ადამიანები სრულად თავისუფლედებიან და ტავად ხდებიან ევროპელი და ჩვენც ვეხმარებით ჩვენს შვილებს და შვილშვილებს”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა “პირველებთან”.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური: “ქართული ოცნება” პირველი ხელისუფლებაა მსოფლიოში, რომელმაც ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება თავად მოახდინა
შემდეგი სტატიაპატრიარქმა ივანიშვილი მტარვალ მეფე ნაბუქოდონოსორს შეადარა