მუქარასთან ერთად, ვითომ დიალოგზე საუბარი ჰგავს ძალიან […] პუტინის განცხადებები უკრაინაზე ჰომ მოგვისმენია? ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს დიალოგი არის იმისთვის, რომ დადგეს შედეგი დემორალიზაციის.
არ არსებობს ამ კანონზე კომპრომისი. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ჯგუფების რეაქციას და ჯერ-ჯერობით, ყველას რეაქცია, პრეზიდენტით, დაწყებული იყო სწორი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავაკისროთ პასუხისმგებლობა ჩვენს პარტნიორებს. ისინი საბოლოო ჯამში ყოველთვის, თავისუფალი სამყარო – ევროპა, ამერიკა – მხარს დაუჭერს ჩვენი ხალხის სწრაფვას თავისუფლებისკენ.
ისინი არიან ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები, მიუხედავად ამა თუ იმ დიპლომატიური ცვლისა – ამიტომ, ჩვენ თუ მყარი პოზიცია გვაქვს და ეს ეხება ამ შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიების დიდ ნაწილს, ისინი ამას გაუწევენ ანგარიშს – თუ არ გაქვს მყარი, მაშინ მოხდება ის, რაც მიშელის დროს მოხდა და მაგ დროს ქვა სხვაგან არ უნდა გადააგდო,-თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ფორმულას ეთერში.