რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ში ვიზიტი გადადო

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ ერდოღანმა ბერძნულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ვიზიტი ორივე ქვეყნის წარმომადგენლების შეუთავსებელი გრაფიკის გამო გადაიდო.

„როგორც ცნობილია, აშშ-ში მალე არჩევნებია და პრეზიდენტ ბაიდენის გრაფიკი კიდევ უფრო დატვირთული გახდა“, – ამბობს ერდოღანი.

შეგახსენებთ, მარტის თვეში ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ლიდერი აშშ-ს ეწვეოდა ოფიციალური ვიზიტით და თეთრ სახლში 9 მაისს ბაიდენთან გამართავდა შეხვედრას.

banner
წინა სტატიაშიპატიოსნების რაიმე დონის მქონე მთავრობა ამ თავდასხმებს დაგმობდა-იან კელი
შემდეგი სტატიაროგორც ჩანს, ივანიშვილს სურს, რომ საქართველო ახალ, რეპრესიულ რუსეთად იქცეს – კორტნი