კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთს საფრანგეთის, ხოლო ორს ამერიკის ისტორია აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი მათ ცენტრში იმყოფება, ერთი კი სხვა კლინიკაში.

მისივე თქმით, ყველა არის შემოტანილი, ე.წ. იმპორტირებული შემთხვევა.

ეზუგბაია ამბობს, რომ ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ეზუგბაიას განმარტებით, ახალი პაციენტებიდან ერთი არის საფრანგეთის ისტორიით, ხოლო ორს ამერიკის ისტორია აქვს.

„ახალი პაციენტებიდან ერთი არის საფრანგეთის ისტორიით და ორს ამერიკის ისტორია აქვს.ორი ინფექციურშია, ერთი სხვაგან. ყველა შემოტანილი, იმპორტირებული შემთთხვევაა.

ყველა პაციენტი, ვინც ჩვენთან თავსდება, მათი ღრმა გამოკითხვით დგინდება, რომ ყველა იყო თვითიზოლაციაში“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია: საავადმყოფო მე-10 პაციენტმა დატოვა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : კარანტინში მყოფ მოქალაქეთა ნაწილი საკარანტინო ზონებს დღეს დატოვებს