კახა კალაძე : კარანტინში მყოფ მოქალაქეთა ნაწილი საკარანტინო ზონებს დღეს დატოვებს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისში, კარანტინში მყოფ მოქალაქეთა ნაწილი საკარანტინო ზონებს დღეს დატოვებს.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეგიონებიდან თბილისში, კარანტინში მყოფი ადამიანების ტრანსპორტირებას თბილისის მერია უზრუნველყოფს.

დედაქალაქის მერის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვების დაწესება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„დამატებითი შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. თუ იქნება რამე გადაწყვეტილება მიღებული, აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას. თქვენ იცით, რომ საკარანტინე ადგილები იყო გამოყოფილი ადამიანებისთვის. დღეს ბევრი ადამიანი ტოვებს კარანტინს. რეგიონებიდან თბილისში, სხვადასხვა სასტუმროში განთავსებული ადამიანების თავიანთ საცხოვრებელ რაიონებში და ქალაქებში გადაყვანას დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთს საფრანგეთის, ხოლო ორს ამერიკის ისტორია აქვს
შემდეგი სტატიათიბისი COVID 19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს