მარინა ეზუგბაია: საავადმყოფო მე-10 პაციენტმა დატოვა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი #5 უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო 24 მარტს დატოვა. ის რიგით მე-10 გამოჯანმრთელებულია.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 73 შემთხვევაა, მათგან აქტიური 63-ია. საქართველოში არცერთი ინფიცირებული არ გარდაცვლილა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიგორის სამხედრო ჰისპიტალის ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთს საფრანგეთის, ხოლო ორს ამერიკის ისტორია აქვს