კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 193 აჭარას უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევიდან 193 აჭარას, 43 კი თბილისს უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„294 ახალინფიცირებულთა შორის კვლავ აჭარა ლიდერობს, 66 პროცენტით 193 ახალი პაციენტია გამოვლენილი აჭარაში, თბილისში არის 15 პროცენტი, 43 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, გურიაში გახლავთ 16 ახალი პაციენტი, იმერეთში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 11 პაციენტი, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 ახალი დადასტურებული, შიდა ქართლში – ოთხი, კახეთში – ორი, მცხეთა-მთიანეთში – ერთი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით არსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 20-ის მდგომაროება კრიტიკულია.

„27 სექტემბრისთვის ქვეყანაში დადასტურებულია 5 254 კოვიდინფიცირების შემთხვევა. გუშინ გამოვლინდა 294 ახალი შემთხვევა, გუშინ იყო 296, დასტაბილურდა შემთხვევების რაოდენობა, მატება აღარ გვქონია. მთლიანად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახლავთ 1 906. შესაბამისად, 3 348 პაციენტი გადის ამჟამად მკურნალობას კოვიდ-ცენტრებში, სასტუმროებსა და ძალიან მცირე რაოდენობით გახლავთ ბინაზე დატოვებული პაციენტები. ამ 3348 პაციენტიდან, კრიტიკულად მძიმე გახლავთ 20 პაციენტი, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე“, – აღნიშნა ენდელაძემ.

banner
წინა სტატიაშიმინდა ვიყო ისეთი ხელისუფლების ნაწილი, რომელიც იქნება ადამიანების დამცველი და არა მოძალადე – ირმა ნადირაშვილი
შემდეგი სტატიამივესალმებით ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან, რაც საერთაშორისო პარტნიორების და საქართველოს შესაბამისი უწყებების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია