მინდა ვიყო ისეთი ხელისუფლების ნაწილი, რომელიც იქნება ადამიანების დამცველი და არა მოძალადე – ირმა ნადირაშვილი

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, რუსთავის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი წარუდგინა.
ირმა ნადირაშვილის თქმით, დღეს არსებულ მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ გაჭირვებას, უიმედობასა და უპერსპექტივობას აუცილებლად შეცვლის 31 ოქტომბრის არჩევნები. ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული, გათვლილი გეგმა, თუ როგორ მოუტანოს რუსთავს გარდამტეხი ცვლილებები.
„ალბათ ყველამ იცით, რომ ვარ რუსთავიდან, დავიბადე და გავიზარდე აქ და ჩემი პირველი გამოცდილებაც აქ, რუსთავი 2-ში დაიწყო, აქ დაიწყო ჩემი თავგადასავალი, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ მე აქ ვიბრძოლო მაჟორიტარული მანდატისათვის. ამიტომ, მე გადავწყვიტე, რომ ამ ბრძოლაში ჩავება და თქვენი იმედი მქონდეს.
ჩვენ გვაქვს კონრეტული გეგმა, რომელიც გულისხმობს, რომ 2-ჯერ გაიზარდოს პენსია და სოციალური დახმარება, დევნილთა შემწეობები, ამისათვის კი საჭიროა გადასახადებისა და ბიუროკრარტიული ხარჯების დაწევა, რათა ბიზნესს, ხალხს დარჩეს მეტი ფული და შეიქმნას 100 000 სამუშაო ადგილი. ეს არის გათვლილი, კონკრეტული გეგმა.
მე ვიზრუნებ იმისათვის, რომ ყველა სიკეთე შეეხოს რუსთავს, დავუდგები ყველა რუსთაველს გვერდში და რამდენადაც ამას შევლებ, არ მივატოვებ არავის გაჭირვებაში.
საქართველოს მომავალი პარლამეტი იქნება მრავალპარტიული, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა აღარ ივლის ერთი კაცის ჭკუაზე. ჩვენ უნდა შევცვალოთ აწყმყო, მინდა ვიყო ისეთი ხელისუფლების ნაწილი, რომელიც იქნება ამ ადამიანების დამცველი და არა მოძალადე, რომელიც შეუქცევადად დააყენებს ქვეყანას ევროპულ, თავისუფალ, სამართლებრივ გზაზე. საქართველო აუციელბლად იქნება თავისუფალი ქვეყანა, სადაც იცხოვრებენ თავისუფალი ადამიანები. 31 ოქტომბერს მე ჯერა, რომ ადამიანები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.“ -განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაში31 ოქტომბერი იქნება დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს შექმნის დღე – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 193 აჭარას უკავშირდება