ინფექციურ საავადმყოფოში 28 კორონავირუსიანი პაციენტია, ოთხს მძიმე პნევმონია აღენიშნება

ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 45 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 28 კორონავირუსით არის ინფიცირებული, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პირველი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, რაც განმეორებითმა ტესტმაც დაადასტურა. კორონავირუსზე უარყოფითი იყო მეორე პაციენტის პასუხიც, თუმცა მას დღეს განმეორებით ანალიზს ჩაუტარებენ.

“28 პაციენტიდან შემატებულ პაციენტებს შორის გვყავს პნევმონიით 8 პაციენტი, აქედან 4 მძიმე პნევმონიით ფასდება, სტაბილური სიტუაციაა და ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი არ იქნება, დადგება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისკენ წავალთ,” – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მსუბუქი პნევმონია აღენიშნება 4 პაციენტს, თუმცა, როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, გართულება ყოველთვის არის მოსალოდნელი.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან – ეზუგბაია
შემდეგი სტატიაშსს-ის ერთიანი მომსახურების ცენტრი დღეიდან მოქალაქეებს დისტანციურად მოემსახურება