შსს-ის ერთიანი მომსახურების ცენტრი დღეიდან მოქალაქეებს დისტანციურად მოემსახურება

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, ერთიანი მომსახურების ცენტრი დღეიდან მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე გადადის.

შსს-ის ინფორმაციით, 16 მარტიდან ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან 241 42 42 დაკავშირებით და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის police.ge მეშვეობით.

საპატრულო პოლიციის ჯარიმებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები: ჯარიმებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება-მიღება, ადმინისტრაციული ჯარიმების გასაჩივრება, ქვითრის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა, ალკოჰოლური სიმთვრალის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა, ჯარიმაზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება, გადახდილი ჯარიმის სტატუსის შეცვლა, ბაზაში კორექტირების შეტანა (ქვითრის დინების ვადის შეჩერება და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოების შეწყვეტა), ცნობების მიღება, მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება.

საპატრულო პოლიციის ნებართვებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები: არა გაბარიტული/ზენორმატიული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე ნებართვის მიღება, გზებზე სამუშაოს წარმოებაზე ნებართვის მიღება, სპეცტექნიკის განთავსებაზე ნებართვის მიღება, გათხრით სამუშაოებზე ნებართვის მიღება, სამშენებლო დამცავი ღობის მოწყობაზე ნებართვის მიღება, სპეციალური სიგნალების დაყენება/გამოყენებაზე ნებართვის მიღება, სადაზღვევო კომპანიებზე საქმისწარმოების მასალის მიღება, რეაგირების ოქმის მიღება, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საქმისწარმოების მასალის მიღება, ვიდეო ჩანაწერის მიღება, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ჯარიმების სტატუსის შესამოწმებლად და ჯარიმის გადასახდელად მოქალაქეებს შეუძლიათ ეწვიონ police.ge-ს.

საკონტაქტო ინფორმაცია: 2414242

banner
წინა სტატიაშიინფექციურ საავადმყოფოში 28 კორონავირუსიანი პაციენტია, ოთხს მძიმე პნევმონია აღენიშნება
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“: სავალდებული საპენსიო შენატანები 8 თვით უნდა შეჩერდეს