კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან – ეზუგბაია

კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარიან ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამ ჩეხ ტურისტს, რომლებიც გუდაურში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჩეხეთის მოქალაქეებთან კორონავირუსზე დასტური არ არის მიღებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია: კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი სავარაუდოდ დღეს გაეწერება
შემდეგი სტატიაინფექციურ საავადმყოფოში 28 კორონავირუსიანი პაციენტია, ოთხს მძიმე პნევმონია აღენიშნება