იმნაიშვილი: R2-ში კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს და გადაწყდება, ვინ გადავა იზოლაციაში

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, არხზე ამჟამად ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს:

“არხი ასეთი სიტუაციისთვის წინასწარ მოემზადა. ჩვენ წინასწარ გვქონდა ნაყიდი, როგორც სწრაფი ტესტები, ისე ეკიპირება. ამ მომენტისთვის დაავადებათა ცენტრთან ერთად ვგეგმავთ სამუშაოებს, რომელიც ყოველი პროცედურის დროს რისკების შესამცირებლადაა შესატანი. ვადგენთ კონტაქტებს და იმის მიხედვით, თუ რა შედეგებს მივიღებთ, გადაწყდება თანამშრომელთა რა ნაწილი დარჩება ტელევიზიაში და რა ნაწილი გადავა იზოლაციაში”, – განაცხადა იმნაიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ჩვენ სწრაფად უნდა აღვადგინოთ თითოეული სამუშაო ადგილი
შემდეგი სტატიაბაქრაძე: “ოცნება” თამამად აცხადებს, რომ იგივეს გააგრძელებს მომავალი წლების განმავლობაში