გიორგი გახარია – ჩვენ სწრაფად უნდა აღვადგინოთ თითოეული სამუშაო ადგილი

თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, როგორც ჯანმრთელობის პირადი მონიტორინგი, ასევე ხანდაზმულებზე ყურადღების გამახვილება, – – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმი, ნებისმიერი პირველადი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქე უნდა დაუკავშირდეთ 112-ს და ჯანდაცვის სამინისტრო დაეხმარება თითოეულ მოქალაქეს.

„ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იქით, რომ სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ სწრაფად უნდა აღვადგინოთ თითოეული სამუშაო ადგილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულ ოჯახებში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ის შემოსავალი, რომელიც გვქონდა პანდემიამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2-ის ჟურნალისტს COVID-19 დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაიმნაიშვილი: R2-ში კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს და გადაწყდება, ვინ გადავა იზოლაციაში