ბაქრაძე: “ოცნება” თამამად აცხადებს, რომ იგივეს გააგრძელებს მომავალი წლების განმავლობაში

“გუშინდელი პრეზენტაციის ფორმამაც, შინაარსმაც და სიამაც კარგად აჩვენა, რომ ქართული ოცნება ვერ აცნობიერებს რამხელა ეკონომიკურ კრიზისიშია შესული ქვეყანა. არათუ რამის გამოსწორებას პირდება ქართული ოცნება ხალხს, არამედ თამამად აცხადებს, რომ იგივეს გააგრძელებს მომავალი წლების განმავლობაში. ამიტომ, თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც საკუთარ ოჯახებზე გრძნობს იმას, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, გრძნობს იმ უმძიმეს ეკონომიკრ და სოციალირ კრიზისს, რომელშიც დღეს არის ჩვენი საზოგადოება, თითოეული ასეთი ადამიანისთვის, ერთადერთი შანსი არის არჩევნები, არჩევნებზე მისვლა და ევროპული საქართველოს სახით იმ გუნდის არჩევა, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან და წაიყვანს წინ უკეთესი მომავლისკენ ”- აცხადებს “ევროპული საქართველოს” ლიდერი, დავით ბაქრაძე “ქართული ოცნების” საარჩევნო პარტიულ სიას ეხმიანება.

banner
წინა სტატიაშიიმნაიშვილი: R2-ში კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს და გადაწყდება, ვინ გადავა იზოლაციაში
შემდეგი სტატიაჩხოროწყუში “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივებს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ბელქანია წარუდგინა