იმნაძე – სიტუაცია მძიმდება, თუმცა საიმედოა, რომ პირბადეების გამოყენების მაჩვენებელმა მოიმატა

ყველაფერი გვეუბნება, რომ სიტუაცია მძიმდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე საიმედოა, რომ ქვეყანაში პირბადეების გამოყენების მაჩვენებელმა მოიმატა.

„ყველაფერი გვეუბნება, რომ სიტუაცია მძიმდება. საიმედო ერთი რაცაა გამოჩნდა, რომ პირბადეების მაჩვენებელმა მოიმატა. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ შედარებით ნაკლები დანაკარგი იყოს“, – განაცხადა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – ინფორმაცია, რომ ტესტების დეფიციტი იყო, არ დადასტურდა და არც დღეს ვადასტურებ
შემდეგი სტატიაკახი კავსაძე გარდაიცვალა