გიროგი ქობულია ვერ გახდა “მაგარი ბიჭი”-პრემიერმა ეკონომიკის მინისტრი გაათავისუფლა

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ნათია თურნავა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა, მანამდე კი ბიზნესის სფეროში საქმიანობდა. გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ათი თვის განმავლობაში იკავებდა.

შეგახსენებთ,საინფორმაციო სააგეტო ,,თაიმერმა” პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის დაპირისპირების დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გუშინ,ექსკლუზიურად გაავრცელა.

,,მაგარი ბიჭი ხარ, მომხსენი“ – დაპირისპირების დეტალების შესახებ „თაიმერს“ სამთავრობო წყარომ კულუარული ინფორმაცია მიაწოდა.

“თაიმერის” სამთავრობო წყაროს ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას თანამდებობის დატოვების შესახებ შეუთვალა. ამასთან, როგორც პრემიერთან დაახლოვებული პირი ამბობს, ბახტაძეს ქობულიას გაშვების დავალება ბიძინა ივანიშვილმა მისცა, რომელიც, თავის მხრივ, ქობულიას შემცვლელად ნათია თურნავას ამზადებს.

„თურნავა ყველაფრის უსიტყვოდ შემსრულებელია. მას ასევე ბიძინა ივანიშვილის ნათესავი უჩა მამაცაშვილიც ლობირებს“ – აცხადებს “თაიმერთან” საუბარში ინფორმაციის ავტორი. მოვლენები, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობდა, ასე განვითარდა: ქობულიამ ბახტაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მეტიც, პრემიერს შიკრიკი იქით გაუგზავნა და შეუთვალა, ჩემი სურვილით გადადგომის შესახებ განცხადებას არ დავწერ და თუ მაგარი ბიჭი ხარ, გამანთვისუფლეო. რაც, დიდი ალბათობით, რისკებს შეიცავს, რადგანაც, ქობულიამ, შესაძლებელია, გუდას პირი მოხსნას და ძალიან ბევრი რამე მოჰყვეს. მათ შორის, „ომეგას“ ქეისთან დაკავშირებითაც. ეკონომიკის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთობა, შესაძლებელია, ამ დღეებში არაკონტროლირებადი გახდეს – ამბობდა საინფორაციო სააგენტოს წყარო მთავრობაში.

შეგახსენებთ,გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.

 

banner
წინა სტატიაში“ჩვენმა კონსულებმა მოინახულეს საქართველოს მოქალაქეები პარიზში, სტრასბურგში, მონპელიეში და ბარსელონაში, სადაც მაღალია მათი კონცენტრაცია”
შემდეგი სტატიარას წერს რომან გოცირიძე გიორგი ქობულიას მოხსნაზე