რას წერს რომან გოცირიძე გიორგი ქობულიას მოხსნაზე

“ეკონომიკის მინისტრს თვეზე მეტია რაც ხსნიან, მაგრამ ის უძალიანდებოდა, არ მიდიოდა საკუთარი ნებით. ბოლოს დაიყოლიეს.
არ აღმოჩნდა ისეთი მორჩილი, როგორც ივანიშვილს უნდოდა. აფერხებდა მის ზოგიერთ მოთხოვნას. ეს შეიძლება აქტივში ჩავუთვალოთ.
მის პასივში ითვლება გაზპრომთან ხელშეკრულება და გაზპრომის აშკარა ლობირება. ამით ივანიშვილის სურვილს ასრულებდა, თუ ეს მისი რუსეთში თითქმის ოცწლიანი ცხოვრებისა და მუშაობის შედეგია, ადრე თუ გვიან გაირკვევა.
ივანიშვილი მორიგ ახალ მინისტრად ბოლომდე მორჩილ ადამიანს მოგვივლენს-წერს რომან გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

რამდენიმე საათის წინ, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიგიროგი ქობულია ვერ გახდა “მაგარი ბიჭი”-პრემიერმა ეკონომიკის მინისტრი გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს