გამოძიების მოქმედებები მიმართული იქნება დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისკენ – პროკურორი

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი აცხადებს, რომ გამოძიებამ მოიპოვა მათი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები და რომ “ყველამ ვიხილეთ მათი აღიარება”.

“მოვიპოვეთ უტყუარი მტკიცებულებები, მათი ნაწილი გავასაჯაროვეთ და ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება, ამავე დროს, ვნახეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დირექტივების შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ჩვენი შემდგომი მოქმედებები არის მიმართული მაღალი თანამდებობის პირების გამოვლენისკენ, მათ შორის ერთი მათგანი ახლა იკითხება, დღევანდელ პროცესზე სასამართლოს მივმართავთ, რომ ბრალდებულებს შეეფარდოთ გირაო, რადგან პატიმრობაში მათი დატოვების აუცილებლობას ვერ ვხედავთ”, – აცხადებს მიხეილ სადრაძე, პროკურორი.

banner
წინა სტატიაშიმელაშვილის ცოლი: ბინას ჩავდებ და გამოვიყვან
შემდეგი სტატიაწულუკიანს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებას