მელაშვილის ცოლი: ბინას ჩავდებ და გამოვიყვან

“1%-ითაც არ მეპარება ეჭვი, რომ საბოლოოდ გამართლდებიან. ბინას ჩავდებ და გამოვიყვან”, – ამბობს თამარ სულაძე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის უფროსის, ივერი მელაშვილის ცოლი.

“სასამართლოსგან ველოდები, რომ ამ უდანაშაულო ხალხს გაათავისუფლებენ წინასწარი დაკავებიდან მაინც. საბოლოოდ რომ გამართლდებიან, 1%-ითაც არ მეპარება ეჭვი, იმიტომ, რომ უდანაშაულოები არიან, დანაშაული არის შეთითხნილი.

იმედი მაქვს, რომ გამოუშვებენ. ითხოვს ოპოზიცია პოლიტპატიმრების გამოშვებას და, ალბათ, პოლიტიკური ნებაც იქნება. გირაოზე, რა თქმა უნდა, თანახმა ვარ. ბინას ჩავდებ და გამოვიყვან”. – ამბობს სულაძე.

banner
წინა სტატიაში“შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება კარგად უნდა იყოს აწონილი”
შემდეგი სტატიაგამოძიების მოქმედებები მიმართული იქნება დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისკენ – პროკურორი