წულუკიანს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებას

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებას.

„მანდატების გაუქმების საკითხზე ვფიქრობთ და ვმსჯელობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მეც ვაანალიზებ და ვფიქრობ, ამ კონკრეტულ ეტაპზე პოლიტიკურად რა გადაწყვეტილება იქნებოდა მიზანშეწონილი. როცა ჩამოვყალიბდები, თუ რა არის ყველაზე სწორი ერთი მხრივ, „ქართული ოცნებისთვის“ და რა შედის მის პოლიტიკურ ინტერესში, ხოლო მეორე მხრივ, რა არის ჩვენი სახელმწიფოსთვის უკეთესი, ამის შემდეგ მეცოდინება, რომელ ღილაკს დავაჭერ ხელს. ვაკვირდები, ოპოზიციონერების განცხადებებს, რა სურთ. ეს ანალიზში ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიგამოძიების მოქმედებები მიმართული იქნება დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისკენ – პროკურორი
შემდეგი სტატია“ბოკერია, რომელიც ქართულ სახელმწიფოს რევოლუციით ემუქრება, დღეს პარლამენტარიც კი არ არის”