გამყრელიძე: დიდი ალბათობით, ევროპაც და ამერიკაც აღიარებს იმ კოვიდპასპორტს, სადაც ეწერება, რომ პირი აცრილია „სინოფარმით”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ, დიდი ალბათობით, ევროპაც და ამერიკაც აღიარებს იმ კოვიდპასპორტს, სადაც ეწერება, რომ პირი აცრილია „სინოფარმით“.

„თავისთავად საქართველოში კოვიდპასპორტი მიეცემა ყველას, როცა დამტკიცდება ეს პასპორტი და დღეს პირველი განხილვა გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროში ამ კოვიდპასპორტთან მიმართებით. რა თქმა უნდა, იქ შევა „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმიც“ და ყველა ის ვაქცინა, რომელიც საქართველოში იქნება ადმინისტრირებული ამ წლის განმავლობაში. დიდი ალბათობით, ევროპაც და ამერიკაც აღიარებს იმ კოვიდპასპორტს, სადაც ეწერება, რომ პირი აცრილია „სინოფარმით“, რადგან მას აქვს უმაღლესი ავტორიზაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ზოგადად ავტორიზაციის პროცესი ხანგრძლივია, მთელი რიგი საფეხურებისაგან შედგება და ასე მოხდა „სინოფარმთან“ დაკავშირებითაც.

„ავტორიზაციის პროცესი არის ძალიან ხანგრძლივი. ეს არ ხდება ერთ, ორ, 10 დღეში და არც ერთ თვეში. ის მთელი რიგი საფეხურებისაგან შედგება. ძალიან დეტალური ანალიზია ამ ვაქცინასთან დაკავშირებული. იგივე დრო დასჭირდა „ფაიზერს“, „მოდერნას“ და სხვა ვაქცინებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

„სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონს ვეტო არ დაადო
შემდეგი სტატიაპროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა