პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონს ვეტო არ დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტო არ დაადო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეთანხმება ოპიზიციას, რომ კანონის დაჩქარებული წესით მიღება არ შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას, თუმცა, მისივე მტკიცებით, ვეტოს გამოყენების სამართლებივი საფუძვლები არ აქვს.

29 აპრილს, პარლამენტმა საბოლოო მოსმენით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, ასევე, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინურ “სინოფარმს” ავტორიზაცია მისცა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: დიდი ალბათობით, ევროპაც და ამერიკაც აღიარებს იმ კოვიდპასპორტს, სადაც ეწერება, რომ პირი აცრილია „სინოფარმით”