გამყრელიძე: დადასტურებულად, ივნისში სინოფარმის 500 000 დოზა შემოვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ივნისში საქართველოში პეკინის სინოფარმის ვაქცინის 500 000 დოზა შემოვა.

“ასევე უკვე დადასტურებულად შემიძლია, გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს მთავრობას აქვს მოლაპარაკებები და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა – 250 – 250 000. ის, რომ ჯანმომ აღიარა ვაქცინა, ნიშნავს იმას, რომ Covax-პლატფორმაზეც განთავსდება. ანუ Covax-ითაც მიეწოდება ქვეყნებს ბევრად იაფად, ვიდრე პირდაპირი შესყიდვით.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ველოდებით ჩვენ სხვა ვაქცინებსაც. უკვე დღეს ინფორმაციაა, რომ Covax-ზე განთავსდება Novavax და Johnson & Johnson, პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს Pfizer-თან, დაახლოებით, მილიონ დოზაზე. ასე რომ, თუ ჩვენ ყველა სერიოზულად ვიმუშავებთ ერთად, ეს ჩვენი მთავარი მიზანი, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60%, 1 700 000 ადამიანი აიცრას ორჯერ და თუ J&J გვექნება, მაშინ ერთჯერადი იქნება აცრა. ეს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც მისაღწევია, მაგრამ სამუშაო ძალიან დიდია”. – ამბობს ამირან გამყრელიძე “რუსთავი 2”-თან საუბარში.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: სპექტაკლიც კი არ ითამაშეს ვითომ დემოკრატიული პროცედურის
შემდეგი სტატიაელისაშვილი: თითქოს ჩანდა პრეზიდენტის გაფრთხილება ოცნებისადმი, ასე იოლად აღარ გაგიტარებთო