ბოკერია: სპექტაკლიც კი არ ითამაშეს ვითომ დემოკრატიული პროცედურის

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს არდადება “საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი უტიფრობაა”.

“რაც ახლა ვიხილეთ, როგორც შინაარსით, ისე ფორმით პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, არის კიდევ ერთი დემონსტრირება საოცარი, საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი უტიფრობისა, მთლიანად ივანიშვილის რეჟიმის, მისი, მისი გარემოცვისა და ამ შემთხვევაში ზურაბიშვილის მხრიდან.

რა ფორმითაც ილაპარაკა, შინაარსი ურთიერთგამომრიცხავი ბოდვისა და მერე ეს ვითომ არგუმენტი, სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო. ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუნდაც იმ მოტივით, რომ კონსულტაცია და განხილვები არ ყოფილა და ამის გამო, რაღაც მუხლები საკამათოა, ნებისმიერ წამს შეიძლება, ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური კეთილი ნება გაქვს. სპექტაკლიც კი არ ითამაშეს ვითომ დემოკრატიული პროცედურის”, – ამბობს ბოკერია “მთავარი არხისთვის” მიცემულ კომენტარში.

დღეს, 7 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: სამწუხაროდ პრეზიდენტმა სისუტე გამოავლინა, შეეშინდა ვეტოს უფლების გამოყენების
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: დადასტურებულად, ივნისში სინოფარმის 500 000 დოზა შემოვა