ელისაშვილი: თითქოს ჩანდა პრეზიდენტის გაფრთხილება ოცნებისადმი, ასე იოლად აღარ გაგიტარებთო

“იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ, რომ როგორც, ალბათ, ბევრს, მქონდა მოლოდინი, რომ ვეტოს დაადებდა პრეზიდენტი. თან თვითონაც თქვა, რომ ვეთანხმები ოპოზიციასო. ყველანაირი არგუმენტი იყო იმისთვის, რომ ვეტო დაედო, თუმცა, ეს ასე არ მოხდა. მაგრამ ოდნავ პოზიტიურად რომ შევხედოთ დღევანდელ იმედგაცრუებას, თითქოს ჩანდა ოცნების გაფრთხილება, თუ ყვითელი ბარათი, რომ აწი ყველაფერს ასე იოლად არ გაგიტარებთ და ნოტარიუსივით ყველაფერზე ბეჭედს არ დაგირტყამთო. ღმერთმა ქნას, ასე მოხდეს”, – ასე გამოეხმაურა “რუსთავი” 2-თან საუბარში მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: დადასტურებულად, ივნისში სინოფარმის 500 000 დოზა შემოვა
შემდეგი სტატიაშტაინმაიერი: ჰოლოკოსტის გააზრება უნდა გავაგრძელოთ