ერდოღანი სირიაში აშშ-ს კონტროლირებად ტერიტორიას უმიზნებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ ხელს უშლის მას სირიაში ტერორისტების განადგურებაში.
ერდოღანის განცხადებით, აშშ-ს უფლება არ აქვს სირიის მემბიჯის რაიონში ჯარები ჰყავდეს. ამის შესახებ ერდოღანმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიების დროს განაცხადა.
,,აშშ-მ სიტყვა მოგვცა, რომ PKK/PYD-YPG-ს (იგულისხმება ქურთების გასამხედროებული ორგანიზაციები რედ.) ტერორისტების მიერ ოკუპირებული მემბიჯის რეგიონს დატოვებდნენ, თუმცა არ შეასრულეს… თურმე მემბიჯიდან არ უნდა გავიდნენ. თავი დავანებოთ გასვლას, თქვენ ამერიკელებს, იქ ყოფნის უფლებაც არ გაქვთ. რა კავშირი გაქვს ამ რეგიონის მიწებთან?,, განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ,,აშშ-მ ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის მომიზეზებით მემბიჯში სხვა ტერორისტული ორგანიზაცია, PKK/PYD-YPG შეიყვანა,,
ერდოღანი თავის სიტყვაში, აფრინის ოპერაციასაც შეეხო და განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების და თავისუფალი სირიის არმიის მიერ სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე წლის 20 იანვარს დაწყებული,,ზეთისხილის რტო,,-ს ოპერაციის ფარგლებში, დღემდე ლიკვიდირებულ ქურთი სამხედროების რაოდენობა 3698-მდე გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან ორი ქართველი დააკავეს
შემდეგი სტატიანადეჟდა სავჩენკოს სასამართლო პროცესი დილით გაიმართება