ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან ორი ქართველი დააკავეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული დააკავეს. ორივე მათგანი დროებით საზღვართან მდებარე სოფელ ახალუბნიდან არიან. დაკავება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად სოფელ აძვის ეკლესიასთან მოხდა -ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ქართული მხარის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტში ჩართულია ევროკავშირის მისია.
გამოცემის ინფორმაციით, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის “ფეისბუქზე” გუნდიშვილისა და გერკეულის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სენატი: აფრინში თურქეთის ოპერაციამ ISIS-თან ბრძოლა შეასუსტა
შემდეგი სტატიაერდოღანი სირიაში აშშ-ს კონტროლირებად ტერიტორიას უმიზნებს