სამონასტრო კომპლექსში კლიმენტი კეკუტიას და მეუფე სტეფანეს ქეიფი – ექსკლუზივი

,,თაიმერის ” ექსკლუზიური ინფორმაციით, მეუფე სტეფანემ კლიმენტი კეკუტიას მიერ აგებული წმ.გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი აკურთხა.

აღსანიშნავია, რომ სამონასტრო კომპლექსი ამ დრომდე ნაკურთხი არ იყო. როგორც კეკუტიას გარემოცვა აცხადებს, მიზეზად მეუფე პეტრე ცაავასთან დაპირიპირება და კეკუტიას “ახირება” სახელდებოდა.

ამ წუთებში სამინასტრო კომლექსში კლიმენტი კეკუტია, მეუფე სტეფანე, მარტვილის მოქმედი მერი თორნიკე ჯანაშია და ყოფილი მერი ალექსანდრე გრიგალავა ას კაციან სუფრას ხელმძვანელობენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არ არის დაცული კოვიდრეგულაციები.

სამონასტრო კომპლექსში ღონისძიებაზე ცოცხალი მუსიკაა, არავის უკეთია პირბადე და არ არის დაცული სოციალური დისტანცია.

 

ავტორები: ბერდია კალანდია, გვანცა სანაია.

 

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი: ჩვენი დღევანდელი მოსვლის მიზეზია მონიტორინგი
შემდეგი სტატიაშსს „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს