ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი: ჩვენი დღევანდელი მოსვლის მიზეზია მონიტორინგი

ჩვენი დღევანდელი მოსვლის მიზეზია მონიტორინგი. შევდივართ, რომ შევაფასოთ პაციენტის მდგომარეობა, როგორ არის ახლა კლინიკაში, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტ-მედიკოსთა ჯგუფის წევრმა აიდა გოზალოვამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე განაცხადა.

მისი განმარტებით, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფს სამედიცინო მანიპულაციების განხორციელების მანდატი არ აქვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში პაციენტის შესაბამისი მართვის რეკომენდაციას გასცემენ.

„მას შემდეგ რაც პაციენტი ცუდად გახდა არ გვინახავს, ამიტომ დინამიკაში რა ხდება ვერ გეტყვით. ჩვენ არანაირი სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებას არ ვაპირებთ, ჩვენი მანდატია პაციენტის მართვა, თუმცა თუ საჭირო იქნება გავცემთ რეკომენდაციებს”, – აღნიშნა აიდა გოზალოვამ.

banner
წინა სტატიაშიმამულაშვილი: როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ უკვე უამრავ მდა წერილში, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი
შემდეგი სტატიასამონასტრო კომპლექსში კლიმენტი კეკუტიას და მეუფე სტეფანეს ქეიფი – ექსკლუზივი