შსს „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი აღკვეთეს, – აცხადებენ შსს-ში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ტ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ტ. მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში, დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიმალვა სცადა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, იგი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთში დააკავეს“, – აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისამონასტრო კომპლექსში კლიმენტი კეკუტიას და მეუფე სტეფანეს ქეიფი – ექსკლუზივი
შემდეგი სტატიაქუთაისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს