დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,03%-ს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,03 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,32 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,2.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 320 პაციენტი, გარდაიცვალა 10 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება