ცხინვალშია გადაყვანილი და არც ვიცით, როდის გამოუშვებენ,” – ოკუპანტების მიერ გატაცებული მე-12 კლასელის ძმა

ოკუპირებული ტერიტორიის მახლობლად ე.წ. მესაზღვრეებმა მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. წინასწარი ცნობით, მოზარდი ამჟამად უკვე ცხინვალშია გადაყვანილი. ოჯახის წევრებმა არ იციან, კონკრეტულად რა ადგილიდან გაიტაცეს მე-12 კლასის მოსწავლე.

მათი ინფორმაციით, მოზარდი საძოვარზე იმყოფებოდა. არასრულწლოვანი თბილისში სწავლობს დ ოჯახი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.

„პოლიცია მოვიდა და გაგვაგებინა, რომ დაჭერილია თქვენი ძმა. რაც გვითხრეს ეგ ვიცით, მეტი არაფერი. ცხინვალშია გადაყვანილი და არც ვიცით, როდის გამოუშვებენ. არავის არ დაუნახია საერთოდ, ნახირში იყო და არც ვიცით, ზუსტად რა ადგილიდან წაიყვანეს,“ – ამბობს ტატო ხარაზიშვილის ძმა, პეტრე ხარაზიშვილი.

banner
წინა სტატიაშიჭრილობები მუცლისა და კისრის არეში – ერთ-ერთ აუზზე 22 წლის ბიჭი დაჭრეს
შემდეგი სტატიააბიტურიენტების პროტესტი-კონდიცირების სისტემით საგამოცდო ცენტერბის აღჭურვის მოთხოვნით აბიტურიენტები აქციებისთვის ემზადებიან