აბიტურიენტების პროტესტი-კონდიცირების სისტემით საგამოცდო ცენტერბის აღჭურვის მოთხოვნით აბიტურიენტები აქციებისთვის ემზადებიან

აბიტურიენტების პროტესტი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ერთი დღით ადრე – უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის მსურველი ახალგაზრდები კონკურსის დროს ელემენტარულ პირობებს ითხოვენ. ისინი რუსთაველის გამზირზე აქციისთვის ემზადებიან, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება.

აბიტურიენტები ამბობენ, რომ საგამოცდო ოთახები გაგრილების სისტემით უნდა იყოს აღჭურვილი, რათა გამოცდების ჩაბარება ჰუმანურ პირობებში მოხდეს. მათივე თქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი განრიგით აბიტურიენტების ერთი ნაწილი ზარალდება, რადგან მათ გამოცდების ჩაბარება მიყოლებით უწევთ.

“ყველა საგამოცდო ცენტრში დაგვიყენონ კონდიციონერები ან რამე კონდიცირების სისტემა. იმიტომ, რომ ასეთ გაუსაძლის სიცხეში შეუძლებელია წერა. პირობა მოგვცეს რომ დაიწყებდნენ აღჭურვას სკოლების კონდიციონერებით მაგრამ თვითონვე თქვეს რომ ასე ყველა სკოლას ვერ აღჭურვავდნენ. ეგ ჩემი აზრით კიდევ უფრო მეტი უსამართლობაა რადგან ყველა აბიტურიენტს არ მოუწევს თანაბარ პირობებში გამოცდების დაწერა,“-განაცხადა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა ირაკლი მელიქიძემ.

აბიტურიენტებს ეთანხმება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე. მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ნამდვილად რთულია მსგავს პირობებში გამოცდების ჩაბარება, თუმცა მისივე თქმით, კონდიცირების სისტემით აღჭურვა სკოლების დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

„მოითხოვს რამდენიმე ათეულ მილიონი ლარის რესურსს. სკოლების შენობების უმეტესობა არ იძლევა საშუალებას რომ იყოს გამართული კონდიცირება,“-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

banner
წინა სტატიაშიცხინვალშია გადაყვანილი და არც ვიცით, როდის გამოუშვებენ,” – ოკუპანტების მიერ გატაცებული მე-12 კლასელის ძმა
შემდეგი სტატიაგომბორზე რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ავტობუსი გადავარდა, დაშავებულია 6 რუსი ტურისტი