რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – რუსეთის ტერიტორიაზე 17 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდისა და კალუგის ოლქებში 17 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა გაანადგურეს 17 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის ცხრა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, სამი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, ორი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე და სამი კალუგას ოლქის ტერიტორიაზე”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კალუგის გუბერნატორის ვლადისლავ შაფშას თქმით, სამი დრონი ლუდინოვოს ნავთობის საცავთან ჩამოაგდეს, თუმცა მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშითბილისში აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართება
შემდეგი სტატიამედია – აშშ და ისრაელი ჰააგის სასამართლოს მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემის აღკვეთას ცდილობენ