ბუნებრივია, ყველა წვრთნა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტარდება, შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს

თავდაცვის მინისტრი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო წვრთნებს გამოეხმაურა.

ლევან იზორია ამბობს, რომ ასეთი წვრთნები არასასიამოვნო ფაქტია, თუმცა მინისტრი მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ უსაფრთხოების ზომები დარღვეული არ იქნება.

„ბუნებრივია, ყველა წვრთნა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტარდება, შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს. მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს ვაკონტროლებთ, ვფლობთ ინფორმაციას და, შესაბამისად, მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ იგრძნონ თავი უსაფრთხოდ,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაში“ზეწოლას და ჩარევას ადგილი არ ჰქონია”- სუსი ბურჭულაძის პარტიას პასუხობს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – მგონია, რომ ცოტათი უკეთესი შეიძლება ვიყო ლევან გოგიჩაიშვილზე