დავით უსუფაშვილი – მგონია, რომ ცოტათი უკეთესი შეიძლება ვიყო ლევან გოგიჩაიშვილზე

მგონია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცოტათი უკეთესი შეიძლება ვიყო ლევან გოგიჩაიშვილზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, საბურთალოს #6-ე მაჟორიტარულ ოლქში “რესპუბლიკელთა“ კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
კითხვაზე, როგორია “ქართული ოცნებიდან“ მისი კონკურენტის, ლევან გოგიჩაიშვილის პოლიტიკური წონა, უსუფაშვილმა ასე უპასუხა: 105+ არ არის გოგიჩაიშვილი. მე გუშინდელ გამარჯვებას ვულოცავ ყველას 105-ს ზევით სიმძიმეების აწევაში, ძალოსნობაში. წონა გაიზომება 8 ოქტომბერს. 8 ოქტომბერს იქნება სასწორი და იქ დაიდება ყველა და ყველაფერი – მეც, ლევანიც, სხვებიც. ლევანს ვიცნობ ძალიან ბევრი წელია. ძალიან აქტიური ახალგაზრდა იყო, ახლა უკვე აღარც ისაა მთლად ახალგაზრდა. “ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ასე. მე ვიღებ ამ რეალობას, მე ვიღებ ამ ვითარებას და საბურთალოელებს ვპირდები, რომ ვიქნები ჩართული ამ კამპანიაში და ეს უკვე ამომრჩევლის გადასაწყვეტია, კონკრეტულად დავით უსუფაშვილი ჯობია იყოს მომავალ პარლამენტში თუ კონკრეტულად ლევან გოგიჩაიშვილი ჯობია იყოს მომავალ პარლამენტში. სადაც მიგვიჩენს ადგილს საბურთალოელი ამომრჩეველი, აი იქიდან გავაგრძელებთ შემდგომ ურთიერთობას. მე რა მგონია? მე ჩემს თავს ვთავაზობ საბურთალოელებს, იმიტომ, რომ თუ რამე ვიცი, ვიცი სწორედ ამ ტიპის საქმე, პარლამენტში ყოფნით შემიძლია სარგებლის მოტანა, სხვებსაც შეუძლიათ ამის გაკეთება.
უსუფაშვილის აზრით, არჩევნები არ უნდა დავიდეს კეთილებსა და ბოროტებს შორის ან მტრებსა და გმირებს შორის ბრძოლაზე. “ძალიან ბევრი კარგი ადამიანი იქნება წარდგენილი ოლქში, იმ კარგებს შორის უკეთესი უნდა გამოვარჩიოთ, ცოტათი უკეთესი“, – დასძინა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბუნებრივია, ყველა წვრთნა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტარდება, შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს
შემდეგი სტატიადემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმე არის ყველაზე მძიმე შემთხვევა, რომლის უპასუხოდ დატოვება ყველასთვის ძალიან მძიმე იქნება