სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის” წევრებზე განხორციელებულ ზეწოლას არ ადასტურებს.
“აღნიშნულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ, სუს-ის მხრიდან არანაირ ზეწოლას ან პარტიის საქმიანობაში ჩარევას ადგილი არ ჰქონია”- განუცხადეს “ნიუპოსტს” სუს-ის პრესსამსახურში.
ცნობისთვის, ბურჭულაძის პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ზეწოლაში ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც მერაბ მეტრეველმა თქვა, მათ პოლიტიკურ ორგანიზაციას რამდენიმე ლეგალური საფინანსო არხი გადაეკეტა.