აშშ-ში ჩინელ ჰაკერებს ბრალი წაუყენეს

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ ორ ჩინელ ჰაკერს, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩინეთის დაზვერვაზე მუშაობენ, ბრალი წაუყენა. გამოძიების ვერსიით, მათ ათი წლის მანძილზე 45-ზე მეტ კომპანიაზე კიბერშეტევა განახორციელეს. ბრალდება ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურამ წამოაყენა. განცხადებაში, რომელიც პროკურორმა ჯეფრი ბერმანმა შეიტანა სასამართლოში, ნათქვამია, რომ ჩჟუ ჰუა და ჩჟან შილუნი ოფიციალურად მუშაობდნენ ჩინურ კომპანიაში, რომელსაც Huaying Haitai ქვია. სინამდვილეში კი, როგორც სახელმწიფო ბრალდება ირწმუნება, ჰუა და შილუნი ჰაკერულ დაჯგუფება APT10-ში შედიან და ჩინეთის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობენ. დაჯგუფება, ასევე, ცნობილია, როგორც Red Panda, Stone Panda ან CVNX.
“აღმაშფოთებელია ის, რომ ამერიკულმა კომპანიებმა და დაწესებულებებმა წლები დახარჯეს საკუთარ გამოგონებებში, ასევე უამრავი თანხა დახარჯეს თავიანთი ინტელექტუალური ქონებისათვის და ამ დროს, ბრალდებულებმა, უბრალოდ, მოიპარეს და უფასოდ ჩაიგდეს ის ხელში. როგორც ერი, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მსგავსი ქურდობები კონტროლის გარეშე დარჩეს” – განაცხადა ბერმანმა.

პროკურატურის თქმით, ჰაკერებმა ჩინურ დაზვერვას კონფედენციალურ საქმიან ინფორმაციამდე წვდომა მისცა. “ეს პირდაპირი მოტყუება და ქურდობაა და ეს ჩინეთს არასწორ უპირატესობას აძლევს კანონმორჩილი კომპანიებისა და ქვეყნის ხარჯზე”.
ჰაკერების საქმეს აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებდა. 2006-დან 2018 წლებში ჰუა და შილუნი კომპიუტერებს ინტელექტუალური საკუთრების მოპარვის მიზნით ტეხავდნენ. სულ, მათ 12 შტატში მინიმუმ 45 კომერციული და თავდაცვითი ობიექტი გატეხეს.

banner
წინა სტატიაში„რა უსაზღვროებაში არიან გადაჭრილები ეს რუპორ-მაამებლები“ – ნატო ჩხეიძე
შემდეგი სტატიაზურაბიშვილს სადეპუტატო მანდატი დღეს ოფიციალურად შეუჩერდება