ზურაბიშვილს სადეპუტატო მანდატი დღეს ოფიციალურად შეუჩერდება

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს სადეპუტატო მანდატი ოფიციალურად შეუჩერდება. გადაწყვეტილება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

საკითხს დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს. დღეიდან პრეზიდენტს დეპუტატის იმუნიტეტი აღარ ექნება.

„საპროცედურო კომიტეტი ამზადებს შესაბამის პროექტს, ამას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პარლამენტი შეწყვეტს მის სადეპუტატო უფლებამოსილებას,“-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიაშშ-ში ჩინელ ჰაკერებს ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – სალომე სამადაშვილს აუცილებლად ვუჩივლებ