„რა უსაზღვროებაში არიან გადაჭრილები ეს რუპორ-მაამებლები“ – ნატო ჩხეიძე

დეპუტატი ნატო ჩხეიძე დავით ოქიტაშვილის ინიციატივას, რომ ნინო ანანაიაშვილმა ოპერცია და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი პოსტი უნდა დატოვოს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„რა უსაზღვროებაში არიან გადაჭრილები ეს რუპორ-მაამებლები. ოპერისა და ბალეტის თეატრი ანანიაშვილისაგან უნდა განთავისუფლდესო… როგორ მაშინვე გაგახსენდება, ჯავახიშვილისაგან უნივერსიტეტი რომ უნდა განთავისუფლებულიყო, ახმეტელისაგან – თეატრი, უზნაძისგან – ინსტიტუტი, ჩხეიძისგან – მწერლობა… მაგრამ ეს ხომ ბოლშევიკურ ეპოქაში იყო?!.. მოდა რომ ტრიალდება ათეული წლების მერე, ეს ცნობილია და პოლიტიკურ პროცესებსა და ეპოქებსაც იგივე ჭირს?“

banner
წინა სტატიაშიიშვიათი შოტლანდიური ვისკის მესამედი გაყალბებული აღმოჩნდა
შემდეგი სტატიააშშ-ში ჩინელ ჰაკერებს ბრალი წაუყენეს