აშშ-ში 1933 წლის ოქროს მონეტა 19,5 მილიონ დოლარად გაიყიდა

სამშაბათს, 8 ივნისს 20 დოლარიანი ოქროს მონეტა “ორმაგი არწივი” სოტბის აუქციონზე რეკორდულ თანხად, 19,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ის უკანასკნელი ოქროს ფულადი ნიშანია, რომელიც აშშ-ში გამოვიდა. მონეტის წინა მხარეს თავისუფლების ღმერთია აღბეჭდილი, უკან- თეთრთავიანი არწივი, რომელიც აშშ-ს ეროვნული სიმბოლოა.
მონეტა 1933 წელს გამოვიდა და ხმარებაში არასდროს ყოფილა. მონეტებს ადნობდნენ, თუმცა, რამდენიმე ცალი მაინც შემორჩა.

2002 წლიდან მონეტა ამერიკელი დიზაინერის სტიუარტ ვაიცმანის საკუთრებაში იყო, რომელიც მან 7,6 მილიონ დოლარად იყიდა. მისი შეძენის დროს ეს თანხაც რეკორდული იყო. ახალი მფლობელის სახელი არ გამოქვეყნებულა. ვაიცმანმა თქვა, რომ “ორმაგი არწივის” გაყიდვით მიღებულ შემოსავალს საკუთარ საქველმოქმედო პროექტებს მოახმარს, მათ შორის, სამედიცინო კვლევებს, დიზაინერების სკოლასა და მადრიდის ებრაელთა მუზეუმს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში მილიონზე მეტი კოვიდ-სერთიფიკატი უკვე გასცეს
შემდეგი სტატიაგაეროს უშიშროების საბჭომ გუტერიშს მეორე ვადით გამოუცხადა ნდობა