ევროკავშირში მილიონზე მეტი კოვიდ-სერთიფიკატი უკვე გასცეს

ევროკავშირის მილიონზე მეტმა მკვიდრმა კორონავირუსის ვაქცინაციის დასრულების შესახებ უკვე მიიღო სერთიფიკატი – ევროკომისარმა იურიდიულ საკითხებში დიდიე რეინდერსმა ევროპარალმენტში განაცხადა – “ლოკალი” წერს. სერთიფიკატების გაცემის საერთოევროპული ელექტრონული სისტემა სრულად 1 ივლისიდან ამოქმედდება.

ამის მიუხედავად, ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ უკვე დაიწყო დოკუმენტების გაცემა. გარდა ამისა, მუშაობს პორტალი, სადაც სერთიფიკატების ნამდვილობას შეამოწმებენ.

“რაც მეტი სერთიფიკატების გაცემას შევძლებთ, მით იოლად წავა ზაფხულში პროცესი – წინააღმეგ შემთხვევაში, 1 ივლისს დიდი დატვირთვას მივიღებთ, რომლის უფლებასაც თავს ვერ მივცემთ” – რეინდერსმა თქვა.
ევროკავშირის ციფრული სერთიფიკატი ციფრულ ფორმატში იქნება წარმოდგენილი, მაგალითად, სმარტფონში, ან ამობეჭდილი იქნება ქაღალდზე. მას ექნება QR-კოდი, რომლის შემოწმება შეეძლება მესაზღვრეებს ან ობიექტების პერსონალს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას პასუხობს
შემდეგი სტატიააშშ-ში 1933 წლის ოქროს მონეტა 19,5 მილიონ დოლარად გაიყიდა