გაეროს უშიშროების საბჭომ გუტერიშს მეორე ვადით გამოუცხადა ნდობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სამშაბათს გაეროს მოქმედ მდივანს ანტონიო გუტერიშს მეორე ვადით დაუჭირა მხარი – Reuters-ი წერს.
72 წლის ანტონიო გუტერიში პორტუგალიის ექს-პრემიერი, გაეროს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. უშიშროების საბჭომ გენერალურ ასამბლეას რეკომენდაცია მისცა ის 2022 წლის პირველი იანვრიდან მომდევნო ხუთი წლით აირჩიოს.
თანამდებობაზე კიდევ რამდენიმე პრეტენდენტი იყო, მაგრამ არც ერთი მათგანი არ წამოუყენებია ორგანიზაციის წევრ 193 ქვეყანას.
ანტონიო გუტერიშმა 2017 წელს პოსტზე პან გი მუნი შეცვალა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში 1933 წლის ოქროს მონეტა 19,5 მილიონ დოლარად გაიყიდა
შემდეგი სტატიაგახარია ნამახვანჰესზე: რიონის დამცველების მხარდაჭერის გარეშე ეს ჰესი ვერ აშენდება