ანალიზების არევის შედეგად საკარანტინო სივრციდან შეცდომით, ინფიცირებული კაცი სახლში გაუშვეს

ანალიზების არევის შედეგად საკარანტინო სივრციდან შეცდომით, ინფიცირებული კაცი სახლში გაუშვეს. ის რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა და კარანტინის გავლის შემდეგ სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. სპეციალისტებმა შეცდომა 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს და 44 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. ნინოწმინდის მერის ინფორმაციით, ახლა კაცი გორშია გამოკვლებეზე. მან სახლში 2 დღე გაატარა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-13 პაციენტი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა
შემდეგი სტატიალევან გოფოძე – გარდაცვლილ პაციენტს უმძიმესი გართულებები აღენიშნებოდა