ლევან გოფოძე – გარდაცვლილ პაციენტს უმძიმესი გართულებები აღენიშნებოდა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ მამაკაცთან ბოლო PCR ტესტის შედეგმა უარყოფითი აჩვენა და მიუხედავად ამისა, მძიმე შედეგი დადგა. პაციენტს სხვა დაავადებებთან ერთად ჰქონდა ინსულტი, რომელიც კვლევებით თავდაპირველად არ ჩანდა.

“პაციენტს აღენიშნებოდა უმძიმესი გართულებები – სეპტიური შოკი, ფილტვის ემბოლია. ასევე, ინსულტი, რომელიც თავიდან ისე არ ჩანდა კვლევებით, თუმცა შემდეგ დადასტურდა. ამან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო PCR ტესტი უარყოფითი იყო, დადგა მძიმე შედეგი”, – განაცხადა გოფოძემ.

ცნობისთვის, გუშინ კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიანალიზების არევის შედეგად საკარანტინო სივრციდან შეცდომით, ინფიცირებული კაცი სახლში გაუშვეს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი ივანიშვილზე: პარტიული სიის ათეულებს განსაზღვრავს ჩვენი მთავარსარდალი